ფეხბურთი

1:26 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიბალამ მსოფლიოს ჩემპიონის მედალი "რომას" არქივს გადასცა

პაულო დიბალამ მსოფლიოს ჩემპიონის მედალი „რომას“ არქივს გადასცა. ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა განვლილ მუნდიალზე ძალიან ცოტა ითამაშა, მაგრამ ჩემპიონობაში წვლილი მაინც შეიტანა, როდესაც ფინალში პენალტების სერიაში პენალტი ზუსტად შეასრულა.

იტალიაში დაბრუნებულმა დიბალამ კი გადაწყვიტა, რომ მისი მედალი „რომას“ არქივში შეინახოს, ვიდრე პირადად მან.

შეგახსენებთ, პაულო დიბალა „რომაში“ გასულ ზაფხულს ტურინის „იუვენტუსიდან“ გადავიდა და რომაელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.119797