ფეხბურთი

1:08 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს შეცდომა პრესკონფერენციაზე: "სამხრეთ აფრიკაში ჩამოსვლა ჩემთვის კარიერის დასასრული არაა" (+VIDEO)

კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა, რასაც ცხადია დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ რონალდუმ შეცდომა დაუშვა, როდესაც საუდის არაბეთის ნაცვლად თქვა, რომ სათამაშოდ სამხრეთ აფრიკაში გადავიდა...

„აქ ფეხბურთი და მისი ევოლუცია განსხვავებულია, მაგრამ ჩემთვის კარიერის დასასრული არ არის სამხრეთ აფრიკაში ჩამოსვლა. მინდოდა კარიერაში ცვლილება და ჩემი გაკეთებული არჩევანით ბედნიერი ვარ“, - თქვა რონალდუმ.

რა თქმა უნდა, კრიშტიანუს საუბრისას შეეშალა და სამხრეთ აფრიკის ნაცვლად საუდის არაბეთი უნდა ეთქვა.

უნებლიე შეცდომა უმალვე გავრცელდა მედიასივრცეში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

0.116766