ფეხბურთი

15:33 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ფრანგი მცველის ტრანსფერი შეათანხმა

ნიჭიერი ფრანგი ფეხბურთელი ბენუა ბადიაშილე კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.

21 წლის მცველმა „მონაკო“ უკვე დატოვა და ინგლისურ გუნდს შეუერთდება. ტრანსფერის ღირებულებამ 38 მილიონი ევრო შეადგინა. ბადიაშილე „არისტოკრატებთან“ 6.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბენუა ბადიაშილე „მონაკოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2018 წლიდან 135 მატჩში 6 გოლი გაიტანა, საფრანგეთის ნაკრებში კი 2 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107456