ფეხბურთი

22:00 | 31.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი 2 წლით ,,გრემიოში" ითამაშებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ურუგვაელი შემტევი, ლუის სუარესი 2 წლით კარიერას ბრაზილიურ ,,გრემიოში" განაგრძობს.



35 წლის ურუგვაელი ბრაზილიურ კლუბში 2025 წლის დეკემბრამდე ითამაშებს. ბოლოს, ლუის სუარესი მშობლიურ ,,ნასიონალში" თამაშობდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, თუმცა ურუგვაის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი სუარესმა წლის დასრულებამდე დატოვა.

მშობლიური ,,ნასიონალის" გარდა, სხვადასხვა დროს სუარესი ,,გრონინგენის", ,,აიაქსის", ,,ლივერპულის", ,,ატლეტიკოსა" და ,,ბარსელონას" ღირსებას იცავდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბოლოს ის ,,ნასიონალში" დაბრუნდა, სადაც 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა. სუარესმა კატარის მუნდიალზეც მიიღო მონაწილეობა, რომელშიც თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მისი ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112044