ფეხბურთი

17:40 | 30.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი დემჩენკომ "დილასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ანდრეი დემჩენკო გორის „დილაში“ მუშაობას გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მხარეებმა მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტი გაახანგრძლივეს. ამრიგად, უკრაინელი სპეციალისტი მუშაობას გორულ გუნდში მომდევნო სეზონშიც გააგრძელებს.

ანდრეი დემჩენკომ „დილა“ 2021 წლის იანვარში ჩაიბარა და განვლილ ორივე სეზონში გუნდი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118731