ფეხბურთი

15:14 | 30.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ენცო ფერნანდესი "ჩელსიში" გადასვლაზე თანახმაა

ლისაბონის „ბენფიკას“ ფეხბურთელი ენცო ფერნანდესი შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდეს.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, 21 წლის არგენტინელი თანახმაა ინგლისურ გუნდს შეუერთდეს, „ჩელსი“ კი ახლა მოლაპარაკებებს პორტუგალიურ კლუბთან აწარმოებს.

ცნობილია, რომ „ბენფიკა“ ენცოს სანაცვლოდ დაახლოებით 120 მილიონ ევროს ითხოვს. ფერნანდესს სხვა მსურველებიც ჰყავს - „მანჩესტერი“ და „ლივერპული“.

მიმდინარე სეზონში ენცო ფერნანდესმა „ბენფიკაში“ 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. მუნდიალზე მან 7 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111091