ფეხბურთი

22:36 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრს" სერხიო რამოსის გადაბირება სურს

საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ „ალ-ნასრს“ სერხიო რამოსის გადაბირება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ესპანური გამოცემის ცნობით, „ალ-ნასრის“ ხელმძღვანელობას კრიშტიანუ რონალდუს გარდა, რამოსის დამატებაც უნდა და ეცდებიან, რომ ესპანელი მცველი ზაფხულში უფასოდ გადაიბირონ, რადგან მას პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და 33 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113582