ფეხბურთი

16:30 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიკი: "რეალი" რონალდუს გამო ავირჩიე"

ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ენდრიკმა მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა და როგორც აღნიშნა, ეს არჩევანი კრიშტიანუ რონალდუს გამო გააკეთა.

„რეალი“ ძალიან დიდი კლუბია. ვინისიუსმაც მომწერა. მადრიდის „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა, რომელიც ჩემი კუმირია. სწორედ ამიტომ ავირჩიე მადრიდული კლუბი და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ღმერთი ყოველთვის ჩემთან იყო და მან მითხრა, რომ ეს საუკეთესო გზაა“, - თქვა ენდრიკმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ 16 წლის ბრაზილიელი ვუნდერკინდის შეძენა 70 მილიონ ევრომდე დაუჯდა და ის ესპანურ გრანდს 2024 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, როცა სრულწლოვანი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059383