ფეხბურთი

14:23 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემს „რეალში“ თამაში სურს

ბოლო დროს დორტმუნდის „ბორუსიის“ ჭაბუკ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს თითქმის ყველა ტოპ-კლუბი იწვევს. მის მიმართ ინტერესი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უფრო გაიზარდა, რადგან ჯუდმა ჩინებულად ჩაატარა ტურნირი.

თითქოს ბელინგემი „ლივერპულში“ გადასვლასთან ახლოს იყო. მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი პირადადაა დაინტერესებული ინგლისელით.

თუმცა Goal.com-ის ინფორმაციით, 19 წლის შუახაზელი შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს. „სამეფო კლუბში“ თამაშის სურვილი თავად ბელინგემს გამოუთქვამს და ამ სურვილის შესახებ გარემოცვისთვისაც შეუტყობინებია.

„დორტმუნდი“ ზაფხულში მას 120 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111212