ფეხბურთი

11:17 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ „მილანის“ მცველით დაინტერესდა

„მილანისა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველი, ტეო ერნანდესი მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო სიაში მოხვდა - გვამცნობს Inter Live.

ერნანდესის გადასაბირებლად „რეალს“ კონკურენცია მოუწევს „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ჩელსისთან.“ 25 წლის ფრანგით „მანჩესტერ სიტიცაა“ დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ერნანდესი უკვე იცავდა „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2017-19 წლებში. ამ ხნის განმავლობაში ტეომ 13 მატჩი ჩაატარა მადრიდელების მაისურით და „სოსიედადში“ იჯარით თამაშიც მოასწრო.

ერნანდესი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ფინალში ფრანგებმა არგენტინის ეროვნულ გუნდთან წააგეს მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113782