ფეხბურთი

13:45 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

,,დინამო ბათუმი" სერბი სტეფან ჰაიდინით გაძლიერდა

,,დინამო ბათუმმა" დაადასტურა, რომ სერბი მარცხენა მცველი, სტეფან ჰაიდინი 1 წლით და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობით, მათ რიგებში ითამაშებს.



28 წლის სერბი მცველი ბოლოს სამშობლოში, ,,ვოზდოვაცში" თამაშობდა. სხვადასხვა დროს მას სერბეთის რამდენიმე კლუბში აქვს ნათამაშები, მათ შორის ,,ცრვენა ზვეზდაშიც," რომელშიც ამჟამად ქართველი ირაკლი აზაროვი ირიცხება. ჰაიდინს სხვა ქვეყანაში არასდროს უთამაშია.

დღეს ,,დინამო ბათუმმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი ნავალოვსკიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. სავარაუდოდ, ჰაიდინი კლუბმა მის შემცვლელად დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115292