ჩოგბურთი

20:58 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ავსტრალიაში ჩავიდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი უკვე ავსტრალიაშია და ამ ქვეყნის ღია პირველობისთვის მზადებას ადგილზე აგრძელებს. მას ეს ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული, მაგრამ შარშან ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს და ამის გამო, მელბურნში ვერ იასპარეზა. ამის მიზეზი, კოვიდ-19-ზე აუცრელობა გახდა.

სიდნეი მორნინგის ცნობით, 35 წლის სერბი ჩოგბურთელი ადელაიდაში ჩაფრინდა, სადაც საერთაშორისო ტურნირზე, კვირიდან ჩაერთვება. ეს ავსტრალიის ღიას წინ, მოსამზადებელი ეტაპია.

ავსტრალიის ხელისუფლებამ ჯოკოვიჩს ვიზაზე თანხმობა ჯერ კიდევ ნოემბერში მისცა. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ მას ქვეყანაში შესვლაში ხელს არაფერი შეუშლიდა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის დასაწყისში, ავსტრალიაში კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. მაგრამ ისინი უკვე მოხსნილია და ჯოკოვიჩისთვის ბარიერს აღარ ქმნის.

ავსტრალიის ღია პირველობა, მელბურნ პარკის კორტებზე 16-29 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115755