ფეხბურთი

15:20 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერის“ ახალი სამიზნე

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავდამსხმელს ეძებს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისასაც მთავარი მიზანი ეს იქნება.

Goal-ის ცნობით, მანაკუნიანელებმა თვალი ფრანგული „ლილის“ 22 წლის კანადელ ფორვარდს, ჯონათან დევიდის დაადგეს.

დევიდი ამბობდა, რომ ინგლისურ პრემიერლიგაში სურდა ძალების მოსინჯვა. თუმცა, ასევე დასძინა, ედენ აზარის გოლების რეკორდის გაუმჯობესება მსურს „ლილშიო.“ ამიტომ ტრანსფერი ალბათ 2023 წლის ზაფხულამდე არ მოხერხდება.

მიმდინარე სეზონში დევიდმა „ლილის“ მაისურით 15 მატჩში 12 ბურთი გაიტანა. ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე კი კანადის ნაკრებთან ერთად თავი არაფრით გამოუჩენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118133