ფეხბურთი

0:55 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანტემ კარიერა შესაძლოა საუდის არაბეთში გააგრძელოს

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ნგოლო კანტე შესაძლოა, „ალ-ნასრში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

Footmercato-ს ცნობით, საუდის არაბეთის კლუბი მზადაა ფრანგ ფეხბურთელს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კანტეს „ჩელსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. აღსანიშნავია, რომ „ალ-ნასრი“ კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებასაც ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ნგოლო კანტეს „ჩელსის“ მაისურით 262 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111913