სხვა

14:54 | 26.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს პარტნიორმა ახალი ,,როლს როისი" აჩუქა

კრიშტიანუ რონალდუს პარტნიორმა, ჯორჯინა როდრიგესმა საშობაოდ საჩუქარი გაუკეთა და 250 ათასიანი ავტომობილი, ,,როლს როისი" აჩუქა.



პორტუგალიელ ფეხბურთელს რთული პერიოდი უდგას. პირს მორგანთან გამართულმა მისმა სკანდალურმა ინტერვიუმ რონალდუსა და ,,მანჩესტერ იუნაიტედს" შორის სიტუაცია იმდენად გააუარესა, რომ მათ შორის არსებული კონტრაქტი გაწყდა.

ამის შემდეგ, რონალდუ კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გაემგზავრა, თუმცა შეხვედრების უმეტესობა სათადარიგოთა სკამზე გაატარა და ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ბოლო პერიოდში კი აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის საუდის არაბეთის კლუბ ,,ალ ნასრში" გააგრძელებს კარიერას, რის გამოც მან ბევრი კრიტიკაც დაიმსახურა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მისმა პარტნიორმა, ჟორჟინა როდრიგესმა გადაწყვიტა მისთვის საშობაო საჩუქარი გაეკეთებინა და პორტუგალიელს ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125107