ჭიდაობა

0:15 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 5 ჩემპიონი ცნობილია

ბათუმის სპორტის სასახლეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც პირველი 5 ჩემპიონის და საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ.



55 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში, გიორგი თოხაძემ რამაზ სილაგავა 8:0 დაამარცხა. 63 კგ.-ის ჩემპიონი გახდა გიორგი შოთაძე, რომელმაც ფინალში ბექა გურულს 8:5 სძლია. რამაზ ზოიძემ 72 კგ.ში 5 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ოთარ აბულაძე 6:5 დაამარცხა. გელა ბოლქვაძემ 82 კგ.ში დამაჯერებლად, 9:1 სძლია ბექა მამუკაშვილს, 97 კგ.-ში კი რობერტ კობლიაშვილი საქართველოს ჩემპიონი მეათედ გახდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში გიორგი მელია 2:1 დაამარცხა.

პირველი 5 წონითი კატეგორიის შედეგები:

55 კგ: 1. გიორგი თოხაძე (ოზურგეთი), 2. რამაზ სილაგავა (მარტვილი), 3. რაშად ორუჯოვი (მარნეული), 3. ლუკა ჯავახაძე (ოზურგეთი).
63 კგ: 1. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი), 2. ბექა გურული (რუსთავი), 3. ქერიმ მაჩალიკაშვილი (აჭარა), 3. გიორგი გუჯაბიძე (ოზურგეთი).
72 კგ: 1. რამაზ ზოიძე (აჭარა), 2. ოთარ აბულაძე (აჭარა), 3. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი), 3. ნიკა ყორშია (ხობი).
82 კგ: 1. გელა ბოლქვაძე (აჭარა), 2. ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი), 3. ბექა გურული (რუსთავი), 3. ბექა ქობულაძე (ქუთაისი).
97კგ: 1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი), 2. გიორგი მელია (სამტრედია), 3. ლაშა ტვილდიანი (თბილისი), 3. კახა კალანდაძე (ოზურგეთი).

ხვალ კიდევ 5 წონაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები:

60 კგ: რომეო ბერიძე (აჭარა)-ფრიდონ აბულაძე (აჭარა)
67 კგ :ჯონი ხეცურიანი (ხობი)-დიეგო ჩხიკვაძე (აჭარა)
77 კგ: საჩინო დავითაია (სენაკი)-ირაკლი ლომაძე (ოზურგეთი)
87 კგ: ლაშა გობაძე (აჭარა)-გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
130 კგ: იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)-ზვიად პატარიძე (ქუთაისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117026