ფეხბურთი

21:48 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიო დე ჟანეიროში სეირნობის დროს ტიტე გაძარცვეს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიტე, რიო დე ჟანეიროში სეირნობის დროს გაძარცვეს. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, მას თავდამსხმელმა ჯაჭვი მოპარა.



მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრები ხორვატიასთან, პენალტების სერიაში დამარცხდა, რის შედეგადაც მალევე, ტიტემ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

იგი მუნდიალის შემდგომ პერიოდს სამშობლოში, რიო დე ჟანეიროში ატარებს, სადაც დილის 6 საათზე, ქუჩაში სეირნობის დროს უკმაყოფილო გულშემატკივარი თავს დაესხა და ჯაჭვი წაართვა, შემდეგ კი ბრაზილიის ნაკრების ასპარეზობის გამო ყოფილ მწვრთნელს საყვედური შეუთვალა. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ტიტე არ დაშავებულა.

ბრაზილიის ნაკრები ახალი მწვრთნელის ძიებაშია. გულშემატკივართა და ყოფილ ფეხბურთელთა აზრი ორადაა გაყოფილი. ზოგიერთ მათგანს სურს, რომ ბრაზილიამ ტრადიცია დაარღვიოს და ,,სელესაო" ევროპელმა მწვრთნელმა ჩაიბაროს.

ტიტეს ხელმძღვანელობის დროს ბრაზილიის ნაკრებმა 81 მატჩი ჩაატარა, 2019 წელს კი კოპა ამერიკა მოიგო.


თეგებიტიტე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111657