ფეხბურთი

21:58 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში გოლი გაიტანა (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-18 ტურში დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ სტუმრად „სუმგაითი“ 6:0 გაანადგურა და ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

ვოლკოვი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე თავი გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა (17 მატჩში), ხოლო ორჯერ მან თავის გამოჩენა თასის გათამაშებაშიც მოახერხა. „საბაჰი“ 18 ტურის შემდეგ 43 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლიდერ „ყარაბაღს“ ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115983