თამაშგარე

14:32 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელ გულშემატკივარს ლალის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ (+VIDEO)

არგენტინელ გულშემატკივარს, რომელიც ლუსაილში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს დაესწრო, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ამის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოა, რომელშიც გულშემატკივრის ქმედებამ ეჭვები გააჩინა. საქმე ეხება არგენტინელი მომღერლის. ლალი ესპოზიტოს შევიწროებას.

ესპოზიტომ ფინალის წინ მოედანზე არგენტინის ეროვნული ჰიმნი ცოცხლად იმღერა, მერე კი ტრიბუნაზე გადაინაცვლა და „ალბისელესტეს“ გულშემატკივრობდა. ინციდენტი მონტიელის გადამწყვეტი პენალტის წინ მოხდა, როცა ლალის ერთ-ერთი გულშემატკივარი უკნიდან მიუახლოვდა და ის მოძრაობა გააკეთა, რის გამოც ახლა სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს.

„ეს უკანასკნელი რამეა, რაზეც იმ მომენტში ვფიქრობდი“, - თქვა ცნობილმა მომღერალმა და აღნიშნა, რომ მან ამის შესახებ მხოლოდ ვიდეოებით გაიგო.

თავის მხრივ, გულშემატკივარმა ლალის სოციალურ ქსელში მესიჯი გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებია და უბრალოდ, წონასწორობა ვერ შეიმაგრა.

0.11451