ფეხბურთი

13:36 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეტი: "ჟირუს რონალდუსნაირი მენტალიტეტი აქვს, ყველასთვის სამაგალითო ფეხბურთელია"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ ოლივიე ჟირუს შესახებ ისაუბრა და თანამემამულე ძალიან აქო.

როგორც პეტიმ აღნიშნა, ჟირუ სამაგალითო ფეხბურთელია და ისეთივე მენტალიტეტი აქვს, როგორიც კრიშტიანუ რონალდუს.

„ჟირუსთვის არავის არაფერი უჩუქებია. ყველაფერი, რასაც მან კარიერაში მიაღწია, მისი შრომის, მენტალური ძალისა და გამძლეობის დამსახურებაა. ჩემი აზრით, მბაპე, მესი და რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ სპორტსმენობისთვის საკმარისი მხოლოდ საოცარი უნარები არაა, არამედ სხვა თვისებების გამოვლენაცაა, რაც ჟირუს უხვად აქვს.

შარშან მას ნაკრებში არ იწვევდნენ, რადგან ბენზემა დაბრუნდა. თუმცა, ტრავმის გამო დეშამს სხვა გზა არ დარჩა, გარდა იმისა, რომ ჟირუ ისევ გამოეძახებინა. ჟირუ ნებისმიერის წინააღმდეგ იბრძოდა და თანმიმდევრულად ამტკიცებდა, რომ საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ იყოს იქ, სადაც არის და გამორჩეულია. ოლივიე ყველასთვის მაგალითია, ვისაც სურს პროფესიონალი ფეხბურთელი გახდეს. წარმოიდგინეთ, რომ მასაც ისეთივე სათამაშო უნარები ჰქონდეს, როგორც მესის ან კრიშტიანუ რონალდუს... ჩემთვის მას კრიშტიანუს მსგავსი მენტალიტეტი აქვს, ძალიან ძლიერია მენტალურად, თითქმის რობოტია, რადგან საკუთარი თავის სჯერა და მტკიცე პიროვნებაა“, - თქვა პეტიმ.

0.109973