ფეხბურთი

0:35 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩალჰანოღლუ: "მჯერა, რომ "ინტერი" წელს ჩემპიონთა ლიგას მოიგებს"

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ ფიქრობს, რომ მიმდინარე სეზონში „ნერაძურის“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. როგორც მან აღნიშნა, ძალიან რთული ჯგუფიდან გავიდნენ და ტურნირის მოგებაც შეუძლიათ.

„ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მჯერა, რომ ამ სეზონში ამას შევძლებთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ კარგი განცდა მაქვს. ძალიან ძლიერი ჯგუფიდან გავედით, „პორტუც“ ძალიან ძლიერია, მაგრამ ისე თუ ვითამაშებთ, როგორც „ბარსელონას“ წინააღმდეგ, მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია“, - თქვა ჩალჰანოღლუმ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პორტუს“ დაუპირისპირდება. ჩალჰანოღლუმ მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110783