ფეხბურთი

0:58 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "ლილთან" 1:4 წააგო, ხვიჩა კვარაცხელიამ 83 წუთი ითამაშა

„ნაპოლიმ“ 2022 წელი მარცხით დაასრულა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ამხანაგური მატჩი საკუთარ მოედანზე ფრანგულ „ლილთან“ გამართა და 1:4 დამარცხდა.

იტალიურმა კლუბმა ნამდვილად ვერ აჩვენა ის თამაში, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონს ჩემპიონატის პაუზამდე აჩვენებდა.

პაულუ ფონსეკას გუნდმა ნეაპოლელებს ყველა კომპონენტში აჯობა და 4:0-საც იგებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ პრესტიჟის გოლი გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

„ნაპოლიმ“ მოსამზადებელ ეტაპზე ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა: თურქულ შეკრებაზე „ანტალიასპორსა“ (3:2) და „კრისტალ პალასს“ (3:1) მოუგო, ხოლო „სტადიო მარადონაზე“ „ვილიარეალსა“ (2:3) და „ლილთან“ (1:4) წააგო. კვარაცხელიამ აღნიშნულ ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა, საგოლე პასი კი არ გაუკეთებია.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის ჩემპიონატი 4 იანვარს განახლდება და „ნაპოლი" მილანში, „ინტერს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133043