ფეხბურთი

0:26 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანის დუბლი ირანის ჩემპიონატში (+VIDEO)

ირანის ჩემპიონატის მე-12 ტურში „პერსეპოლისის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა დუბლი შეასრულა.

ირანული გუნდი სტუმრად „ესტეგლალს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. გველესიანმა ორივე გოლი სტანდარტულის შემდეგ თავური დარტყმებით გაიტანა. მან ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, ხოლო 89-ე წუთზე უკვე წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში 12-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლები პირველად გაიტანა.

„პერსეპოლისი“ 12 ტურის შემდეგ 25 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 25 დეკემბერს, „პაიკანს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113614