სხვა

23:21 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: "დინამო თბილისმა" წყალბურთში მეოთხე მატჩი წააგო

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ მეოთხე ტურის შეხვედრა ჩაატარა და მორიგი მარცხი განიცადა.

ქართული გუნდი სტუმრად „იადრანს“ დაუპირისპირდა და პრაქტიკულად უშანსოდ, 7:21 დამარცხდა. მასპინძლებმა პირველივე პერიოდში 3-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, მეორე პერიოდი კი „დინამომ“ 0:8 წააგო და ნათელი გახდა, რომ მატჩის გადარჩენას ვეღარ მოახერხებდა.

საქართველოს ჩემპიონმა მომდევნო ორი პერიოდიც დათმო და საბოლოოდ, სოლიდური სხვაობით დამარცხდა.

„დინამო თბილისი“ A ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 4 წაგებით ბოლო, მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, სტუმრად „რადნიჩკის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115828