ფეხბურთი

20:29 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მენიოს ისევ პრობლემა აქვს, "მილანში" ახალი მეკარის შეძენაზე ფიქრობენ

იტალიური „მილანის“ მეკარე მაიკ მენიო ისევ ტრავმირებულია, რის გამოც შესაძლოა, „როსონერიმ“ იანვარში ახალი მეკარე დაიმატოს.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ფრანგ მეკარეს ახალი პრობლემა შეექმნა და ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაუბრუნდება მოედანს. მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო კლუბის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია და არაა გამორიცხული იანვარში მეკარე დაიმატონ. ამ ეტაპზე, მარკო სპორტიელოს ვარიანტმა გაიჟღერა.

მაიკ მენიოს ტრავმის გამო ბოლო 3 თვე გაუცდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. მან ტრავმის გამო საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063166