ფეხბურთი

23:21 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსში ქართველების დაპირისპირება "აპოელმა" მოიგო - ლორიამ პენალტი მოიგერია (VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში ლაშა დვალის, გიორგი ქვილითაიას და მურთაზ დაუშვილის "აპოელი," გიორგი ლორიას "ანორთოსისს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.



"აპოელის" შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი ძირითად შემადგენლობაში თამაშობნდენ, მურთაზ დაუშვილი კი სათადარიგო იყო. რაც შეეხება "ანორთოსისს," ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩისკოს გაწვრთნილი გუნდის კარს გიორგი ლორია იცავდა და მან მალევე, მატჩის მე-11 წუთზე გამოიჩინა თავი, როდესაც მარკინიოსს პენალტი აუღო.

ლორია გაშვებული გოლის დროსაც კარგად იმოქმედა, როდესაც კარის წინ გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას გიორგი ქვილითაია დაუხვდა. ლორიამ თანამემამულეს არ გაატანინა, თუმცა მისი მოგერიებული ბურთი ვარაზდატ ჰაროიანს მოხვდა და ბურთი "ანორთოსისის" კარში შევარდა. საბოლოოდ, შეხვედრის ბედი, სწორედ ამ ერთმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

15 ტურის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატს "აპოელი" 36 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება ,,ანორთოსისს," ჩისკოს გუნდი 18 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

0.115438