ფეხბურთი

22:18 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დალიჩი: „ეს მოოქროვილი ბრინჯაოა“

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში მაროკოელთა ძლევის შემდეგ (2:1), ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ეს მოოქროვილი ბრინჯაოა. ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩენ ეს მედლები ხორვატი ხალხისთვის მოვიპოვეთ. ყველასათვის, ვინც მხარს გვიჭერდა. ზედიზედ მეორე მუნდიალიდან მივდივართ შინ მედლებით. ეს არაჩვეულებრივია.

ამ მოგებას ჩირო ბლაჟევიჩს ვუძღვნი. ყველაფერი მისგან დაიწყო. შეიძლება ხუთჯერ მოვიგო მედლები, მაგრამ შენ ყოველთვის მთავარი იქნები ხორვატ მწვრთნელთა შორის.

ცოტას თუ სჯეროდა ასეთ წარმატებას თუ მივაღწევდით. მადლობა ყველას მუხლჩაუხრელი შრომისთვის და იმ გმირული თამაშისთვის, რომელმაც საოცარი ბრინჯაოს მედლები მოგვიტანა.“ - ციტირებს დალიჩის სიტყვებს Index.

შეგახსენებთ, რომ მიროსლავ (ჩირო) ბლაჟევიჩი ხორვატიის ნაკრებს 1994-2000 წლებში წვრთნიდა. 1998 წლის მუნდიალზე ხორვატებმა პირველად თავის ისტორიაში ბრინჯაოს მედლები სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115174