ფეხბურთი

20:16 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ მესიმ გზავნილი გამოაქვეყნა

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში გზავნილი გამოაქვეყნა.

„მზად ვარ. წინ არგენტინა!“ - წერს არგენტინის ნაკრების კაპიტანი.

არგენტინა - საფრანგეთის გადამწყვეტი მატჩი ხვალ, 18 დეკემბერს გაიმართება ქალაქ ლუსაილში და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

მესისთვის ეს კარიერაში მუნდიალის მეორე ფინალი იქნება. პირველად მან გადამწყვეტ შეხვედრაში 2014 წელს ითამაშა გერმანელების წინააღმდეგ და დამატებით დროში დამარცხდა (0:1). ცოტა ხნის წინათ ლეომ განაცხადა, რომ ეს ტურნირი მისთვის ბოლო იქნება კარიერაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115563