ფეხბურთი

15:57 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გოლი "გრონინგენთან" (+VIDEO)

ფრანგული „მეცი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი „გრონინგენთან“ ჩაატარა, რომელთანაც 2:3 წააგო, თუმცა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა.

სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა ანგარიში მატჩის 27-ე წუთზე, როცა მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა. გიორგი მოედანზე 61-ე წუთამდე იყო.

მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

„მეცი“ ლიგა 2-ში 21 ქულით მერვე ადგილზეა და 26 დეკემბერს, როცა სეზონი განახლდება, „ნიორს“ შეხვდება, თუმცა, მანამდე 21 დეკემბერს, ამხანაგურ თამშს „ელვერსბერგთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111808