ფეხბურთი

1:06 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯეფერსონ ფარფანმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა პერუელმა ფეხბურთელმა ჯეფერსონ ფარფანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ფარფანმა ფეხბურთიდან წასვლა 38 წლის ასაკში გადაწყვიტა. მან კარიერა „ალიანსა ლიმაში“ დაიწყო, შემდეგ კი პსვ ეინდჰოვენში, „შალკეში“, „ალ-ჯაზირასა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო მისი ბოლო კლუბი „ალიანსა ლიმა“ იყო.

პერუს ნაკრებში ფარფანმა 2003-2021 წლებში ითამაშა და 102 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113551