ფეხბურთი

10:47 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა: „არგენტინელები ფინალში მბაპეს თამაშის საშუალებას არ მისცემენ“

„ჩელსის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, დიდიე დროგბამ, არგენტინისა და საფრანგეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხრეთამერიკელები კილიან მბაპეს ყველა ხერხით შეჩერებას შეეცდებიან.

„არგენტინელებმა კარგად იციან, რომ ფრანგებს არ უყვართ, როცა ფეხებში ურტყამენ. ისინი აგრესიულები არიან და მბაპეს თამაშის საშუალებას არ მისცემენ. ყველანაირი ხერხით შეეცდებიან მის შეჩერებას.

მაგრამ ფრანგებს ასევე ჰყავთ ტჩუამენი, გრიზმანი და დემბელე. მათ როგორ გააჩერებენ?“ - ციტირებს დროგბას სიტყვებს BBC One.

არგენტინა - საფრანგეთის ფინალური მატჩი კვირას, 18 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112111