ფეხბურთი

1:51 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი მსაჯი: "პეპემ სიმართლე თქვა, არგენტინას პრივილეგიები აქვს"

ხორვატმა მსაჯმა ბრუნო მარიჩმა არგენტინისა და ხორვატიის მატჩში დანიშნულ პენალტზე ისაუბრა და თქვა, რომ დანიელე ორსატო შეცდა.

ის ფიქრობს, რომ მეკარეს თამაშის წესი არ დაურღვევია და პირიქით, დომინიკ ლივაკოვიჩზე იყო წესის დარღვევა. მარიჩის აზრით, არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატზე პრივილეგიები აქვს.

„მე არ ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვისაც შეთქმულების თეორიების სჯერა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პეპეს სიტყვებში სიმართლის მარცვალი იყო და აზრი ჰქონდა (პეპეს თქმით, თასს არგენტინა მოიგებს, რადგან ფიფა ეხმარება - რედ). არგენტინას ნამდვილად აქვს პრივილეგიები. პენალტი არ იყო, ლივაკოვიჩს თამაშის წესი არ დაურღვევია, იქ მხოლოდ მეკარეზე შეიძლებოდა ყოფილიყო თამაშის წესის დარღვევა.

სამწუხაროა, რომ ორსატომ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელმაც შედეგზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. ეს უსამართლო და მიუღებელია“, - თქვა მარიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11234