საფეხბურთო ჩემპიონატები

14:45 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

,,ბარსელონა" ნახევარდაცვის გაძლიერებას მაროკოელი აზედინ უნაჰით გეგმავს

კატალონიის ,,ბარსელონა," რომელსაც ფინანსური პრობლემები კვლავ აწუხებს, ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ბიუჯეტურ მოთამაშეებს ეძებს, მაროკოს აზედ უნაჰი კი მათთვის მისაღები ვარიანტია.



,,ანჟერის" ნახევარმცველი კატარის მუნდიალზე მაროკოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა. მსოფლიო ჩემპიონატზე მისი შთამბეჭდავი პერფორმანსი კატალონიელ სკაუტებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ისინი მაროკოელი ნახევარმცველის შეძენას შეეცდებიან.

აზედინ უნაჰი ამჟამად ,,ანჟერის" ღირსებას იცავს და მისი ღირებულება 5 მილიონ ევროდაა შეფასებული, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შემდეგ ივარაუდება, რომ მისი ღირებულება ერთი-ორად გაიზრდება. უნაჰიმ ,,ანჟერის" შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მაროკოს ნაკრებთან ერთად კი ის მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 14 დეკემბერს, 23:00 საათზე საფრანგეთს დაუპირისპირდება.

0.11102