სხვა

23:56 | 11.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლდენერმა სესტრიერეს სლალომი მოიგო

შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდენერმა იტალიის სესტრიერეს სლალომის რბოლაში, ამერიკელ მიკაელა შიფრინთან დაძაბულ პაექრობაში გაიმარჯვა. ჰოლდენერს პირველი ცდის შემდეგ, მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა, მაგრამ ორი ცდის ჯამში, ამერიკელს 0.47 წამით აჯობა. სლოვაკი პეტრა ვლჰოვა, ვინც პირველი ცდის შემდეგ ლიდერი იყო, საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ის გამარჯვებულს 0.70 წამით ჩამორჩა.

29 წლის ჰოლდენერმა ამ სეზონში მეორე სლალომი მოიგო და აბსოლუტურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილი უკავია (366 ქულით). ის ლიდერ შიფრინს 19 ქულით ჩამორჩება.

„ეს საოცარია. ჩემი შესაძლებლობების მჯერა, მაგრამ ეს არარეალურად მოჩანდა. ჩემი მეორე ცდა საუკეთესო იყო“, - ამბობს ჰოლდენერი.

შიფრინი ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა, რაც მის კარიერაში 123-ე კვარცხლბეკია. ის ამბობს, რომ მჭიდრო გრაფიკი მისი გამოსვლის ხარისხზე აისახა. მას იმედი აქვს, რომ მეხუთედ შეძლებს ბროლის დიდი გლობუსის მოპოვებას.

ქალ სამთო მოთხილამურეთა მომდევნო გაჩერება შვეიცარიის სენ მორისია, სადაც რბოლები ჩქაროსნულ დისციპლინებში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139102