ფეხბურთი

11:24 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს და: „თვალთმაქცების ერთო პროცენტო, მოკეტეთ“

პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის, კრიშტიანუ რონალდუს დამ, ელმა ავეირუმ, იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მის ძმას ხშირად აკრიტიკებენ.

„შვეიცარიასთან მატჩში რონალდუს არ უთამაშია (კრიშტიანუ მინდორზე 74-ე წუთზე გამოჩნდა - რედ) - კარგია, რომ დაისვენა და სხვებს მისცა საშუალება შეხვედრაში მონაწილეობა მიეღოთ. ახლა მომავალი მატჩისთვის განწყობის დრო მოვიდა.

თვალთმაქცების ერთ პროცენტს მინდა მივმართო: მოკეტეთ და ნუ აფურთხებთ თეფშში, რომლიდანაც ჭამთ. უქომაგეთ ნაკრებს, იმის მიუხედავად, რომელი ფეხბურთელები თამაშობენ. პატივი ეცით რონალდუს.“ - დაწერა ელმამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები 10 დეკემბერს მაროკოს ეროვნულ გუნდს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119355