ფეხბურთი

17:45 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი - ,,ვალენსიას" და გატუზოს ლიდერი

ესპანურმა სპორტულმა ვებ-გვერდმა EldesMarque-მ ,,ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც მის სტაბილურობასა და მწვრთნელის მიერ გამოჩენილ ნდობას უსვამს ხაზს.



გიორგი მამარდაშვილი ,,ვალენსიაში" ზრდას აგრძელებს. გასულ სეზონში, წინააღმდეგობების მიუხედავად, მან ძირითად გუნდში თამაში დაიმსახურა მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში იყო მონაკვეთები, რომლებშიც ის არ იყო ისეთი სტაბილური, როგორსაც თავად ისურვებდა. ახლა ის ჯენარო გატუზოს ერთგულია და ეჭვგარეშეა, რომ ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. დამატებითი დროების ჩათვლით, მამარდაშვილმა ლა ლიგაში 1410 წუთი გაატარა.

სტატისტიკისა და მონაცემთა კომპანია Wyscout-ის მონაცემებით, გიორგი ის ფეხბურთელია, რომელსაც ლა ლიგის ყველა მოთამაშეზე ყველაზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები. 14 თამაშში მან სამჯერ შეინახა კარი მშრალად, მისი მოგერიებული ბურთების მაჩვენებელი კი 71,7%-ს შეადგენს. ეს არის იმის დასტური, რომ ქართველი სპორტული კარიერის პიკშია. ,,ვალენსიაში" გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ის სარგებლობს ჯენარო გატუზოს სრული ნდობით, რათა დაიცვას "ჩე"-ს მიზანები ამ სეზონში მისი კარგი თამაშის წყალობით.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიელი მწვრთნელისთვის ამ სეზონში უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. მან შესანიშნავი სპექტაკლები შემოგვთავაზა, რამაც ,,იუვენტუსის" მსგავსი დიდი ევროპული კლუბების დაინტერესებაც კი გამოიწვია. ,,ვალენსიაში" მის შემდეგ ყველაზე მეტი სათამაშო დრო სამუელ ლინოს (1212), ტიერი კორეიას (1214) და უგო გილამონს (919) აქვთ, ეს ყველაფერი კი ქართველ მეკარეს ,,ვალენსიას" გამძლეობისა და დისციპლინის საჩვენებელ ფიგურად აქცევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113325