ფეხბურთი

17:30 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: გუნდის შენების პროცესი ჯერ არ დასრულებულა - გულშემატკივრებს მოთმინება მართებთ

,,დინამო ბათუმის" პრეზიდენტმა კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში გასული სეზონი შეაფასა და მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა.

,,ძალიან რთული სეზონი გამოვიარეთ. გუნდმა ვერ აჩვენა ის შედეგი რაც გვსურდა. ცდა არ დაგვიკლია და მონდომებაც არ გვაკლდა, თუმცა მრავალი გარემოებების გამო დავკმაყოფილდით მეორე ადგილს. რთული სეზონი იყო, თუმცა იმედს არ ვკარგავთ, პოზიტიურად ვართ განწყობილი და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ."

მოლოდინი და რეალობა: ,,მე უკვე მაქვს გარკვეული გამოცდილება დაგროვებული და ვატყობდი ჩემპიონატის მიმდინარეობას, თუ რა ცვლილებები შეიძლებოდა მომხდარიყო სატურნირო ცხრილში. ძალიან დაძაბული ჩემპიონატი იყო. ეროვნულ ლიგას დაძაბულობა არასდროს აკლდა, თუმცა ბოლო ჩემპიონატს ეს განსაკუთრებით ჰქონდა. ცვლილებები, რომლებიც მოხდა ჩვენს გუნდში ვიცოდი, რომ სავარაუდოდ, დაეტყობოდა ჩვენს თამაშს. პლუს გარკვეული ფეხბურთელების წასვლა - მოსალოდნელი და მოულოდნელიც ჩვენთვის, დაღლილობა, რომელიც ფეხბურთელებს ეტყობოდათ - ეს ყველაფერი მაძლევდა იმის თქმის საფუძველს, რომ ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით. ჩემდა სამწუხაროდ, ეს მოლოდინი გამართლდა. ყველანაირად ვეცადეთ, რომ გარდატეხა შეგვეტანა, მაგრამ მეორე ადგილს დავსჯერდით."

სლოვანთან მარცხის ეფექტი: ,,ამ გუნდთან მარცხმა ჩვენზე ცუდად იმოქმედა. მოლოდინი გვქონდა, რომ ამ ეტაპს გავივლიდით, ახლოსაც ვიყავით, მაგრამ არის მომენტები რისი გადალახვაც რთულია, თანაც ზუსტად ამ პერიოდში მოგვიწია ფეხბურთელების ტრანსფერები. გარდა ფსიქოლოგიური პრობლემებისა, აქ უკვე იყო ტრავმები და დაღლილობა - როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური."


არასრულფასოვანი შევსება ზაფხულში: ,,კლუბები ტრანსფერებზე წლები მუშაობენ. ეს ყველაფერი სწრაფად არ ხდება. ფეხბხურთელის გუნდში მოყვანა დაკვირვებასთანაა დაკავშვირებული. კვარაცხელიას წასვლა მოსალოდნელი იყო თუმცა მე პირადად არ ველოდებოდი დავითაშვილის და აზაროვის წასვლას. მოხდა ისე, რომ გამოგვაკლდნენ საკვანძო ფეხბურთელები. ასევე გაფრინდაშვილს მივეცით ჩვენი ნებით წასვლის უფლება. გვყავდა ძალიან კარგი ლეგიიონერი, დენკოვიჩი, რომელსაც კვარაცხელიას მოსვლის გამო თამაში არ მოუწია. ის უკმაყოფილიყო ამით და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჩვენ მას კონტრაქტი გავწუყვიტეთ. ამის გამო ჩვენ ისევ ჩვენი ძალებით მოგვიწია გასვლა. ამ პროცესებს წინასწარ ვერ გაითვალისწინებ. გარკვეული პერიოდი გვქონდა ჩავარდნა, ტრავმა, ფსიქიკა თუმცა ეს ის პროცესია, სადაც ბევრ რამეს ვსწავლობთ და გავითვალისწინებთ."

5 წელი ,,დინამო ბათუმის" მწვრთნელის პოსტზე: ,პირველ რიგში, ძალიან ბედნიერი ვარ აქ მუშაობით. ეს დიდი პატივია ჩემთვის. ამ კლუბში უდუდესი ასპარეზი იხსნება ჩემს წინაშე. უპირველეს ყოვლისა სიყვარული, რომელიც აქ დამხვდა. ამ ქალაქში ყველა ოჯახი ფეხბურთით ცოცხლობს და ეს დადებითა. ,,დინამოს" არც წარსულში აკლდა გულშემატკივარი და ბოლო წლებშიც, ის, თუ როგორ ივსება ტრიბუნები ამან მთელი სქართველო დაარწმუნა. სასიამოვნოა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი ,,დინამოს" გულშემატკივარია. სასწაული ფან-კლუბი გვყავს, რომელთა გვერდში დგომა დიდი მხარდაჭერააა. მეორე მხარე, მნიშვნელოვანია, რომ 5 წლის განმავობაში დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ 0-დან დაწყებული საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. ეს ლიგა 2-ში მოაწილე ყველა გუნდისთვის საოცნებოა რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ პირველივე წელს მოვახერხეთ გადმოსვლა და ლიდერებშიც გავერიეთ. ჩემპიონობა მოვიპოვეთ და სამჯერ გავხდით ვიცე-ჩემპიონები. ეს ძალიან კარგია. იმისთვის, რომ წინ გადაიდგას ნაბიჯი და 1 საფეხურით ზევით ავიდეთ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გუშემატკივრებსაც ამის იმედი აქვთ. მე ჩემს 5-წლიან შრომას დადებითად ვაფასებ. გუნდის შენების პროცესი არ დასრულებულა და გულშემატკივრებს მოთმინება მართებთ. ეს წლების პროექტია და უამრავი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა დავდოთ. ეს იოლი გზა არ არის. იქნება წრმატებაც, წარუმატებლობაც და ამ ყველაფრის დროს გვერდში დგომა სჭირდება გუნდს."


ცვლილებები: ,,ცვლილებების გაკეთება მოგვიწევს. მთავარი ისაა, რომ პრინციპულად ვიცით რა გზა გვაქვს გასავლელი და რა არის გასაკეთებელი. ჩვენ დამოკიდებულები ვართ სხვადასხვა ფაქტორებზე - მაგალითად ფინანსურზე. ჩემი რწმენით, გუნდი კლუბი არაა, გუნდი კლუბის შემადგენელი ნაწილია. მე კლუბის განვითარება მინდა, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი აკადემიის ფეხბურთელებით მოხდეს გუნდის დაკომპლექტება. ,,დინამო თბილისს," ,,საბურთალოს" და ,,ლოკომოტივს" ეს შესაძლებლობა აქვთ, ჩვენ კი არა. ჩვენ რა თქმა უნდა, პირველ გუნდს ვანვითარებთ, მაგრამ ვფიქრობთ აკადემიაზეც. კლუბის ყველა რგოლი უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ ერთიანი გუნდი ფუნქციონირებდეს."

წარუმატებლობა საქართველოს თასზე: ,,როგორც უკვე აღვნიშნე, რთული სეზონი გვქონდა. ვფიქრობ, რომ ქართული გუნდებიდან ევროტურნირებზე კენჭისყრაში ყველაზე მეტად ჩვენ არ გაგვიმართლა. ვთვლი, რომ ,,სლოვანის" ბარიერი უნდა გაგვევლო, მაგრამ ეს გუნდი დღესაც თამაშობს მერვედფინალში და კარგად ჩანს, რომ ეს სუსტი გუნდი არაა. იგივე შემიძლია ვთქვა ,,ლეხზეც". რთული წილსიყრა იყო, მცდელობა არ დაგვიკლია, თუმცა აშკარად არ გაგვიმართლა. ასევე საქართველოს თასზეც ყველაზე არასასურველი მეტოქე შეგვხვდა. სახლში ვიყავით და უპირატესობა გვქონდა, თუმცა დაღლილობის ფონზე მოგება ვერ შევძელით. დუბლი კარგია, მაგრამ ეს არც ,,დინამო თბილისს" გამოუვიდა."

2023 წელი: მინდა ეს წელი წარმატებული იყოს. მომავალ სეზონში 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და მინდა ეს ჩემპიონობით და თასის მოგებით აღვნიშნოთ. გარდა ამისა, ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ ევროტურნირებზე. "

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112976