ფეხბურთი

0:30 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "პენალტების სერიაზე მთლიანად ჩემი პასუხისმგებლობაა"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მაროკოსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდით ამაყობს. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ჯერ მომავალზე არ ფიქრობს და მომავალ კვირაში განიხილავს დარჩეს თუ წავიდეს ესპანეთის ნაკრებიდან.

„ვფიქრობ, თამაშში ვდომინირებდით, მაგრამ უფრო მეტი საგოლე მომენტი უნდა შეგვექმნა. 11-ჯერ დავარტყით, თუმცა კარში მხოლოდ ერთხელ დავარტყით, ერთხელ კი სარაბიას ძელის მომენტი გვქონდა. ჩემი გუნდით ვამაყობ. ვწუხვარ, მხოლოდ იმ ბიჭების გამო, რომელთაც მუნდიალზე თამაში არ მოუწიათ.

პენალტების სერიაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემია, რადგან პირველი სამი დამრტყმელი მე ავირჩიე, დანარჩენები ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს. ბოლო პენალტებში შესანიშნავი მეკარეა და დღეს ის ბრწყინვალე იყო. ჩემი მომავალი? ახლა ამაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არაა. ჯერ სახლში მინდა დავბრუნდე და მომავალი კვირიდან პრეზიდენტთან ვისაუბრებ, თუ რა შეიძლება მომავალში მოხდეს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ბოლო სამ დიდ ტურნირს პენალტების სერიით გამოეთიშა. ესპანეთი პირველი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტების სერია ოთხჯერ წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108179