ფეხბურთი

23:49 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს ნაკრების მწვრთნელი: "ბოლომდე ვიბრძოლეთ და ისტორიაში შევედით"

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ისტორია დაწერეს.

„დიდი მატჩი ვითამაშეთ. ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულეს. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა და დავიღლებოდით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ისტორიაში შევედით. ამ გამარჯვებას მაროკოელ ხალხს ვუძღვნი. მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად ენერგიის ქონა და თამაშების მოგება დაგვჭირდება. ახლა უნდა დავისვენოთ, ენერგია აღვიდგინოთ და მერე ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა რეგრაგიმ.

შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, სადაც პორტუგალიისა და შვეიცარიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116577