ფეხბურთი

1:38 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰაჯიმე მორიასუ: "მერვედფინალს ისევ ვერ გავცდით, მაგრამ ორი მსოფლიოს ჩემპიონი დავამარცხეთ"

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰაჯიმე მორიასუმ ხორვატიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელებმა იაპონური ფეხბურთის მომავალი აჩვენეს.

„ამ ფეხბურთელებმა იაპონური ფეხბურთის მომავალი აჩვენეს და დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ იმავე დონეზე თამაში, როგორც ნებისმიერ გუნდს მსოფლიოში. გავვარდით, მაგრამ გერმანიას და ესპანეთს მოვიგეთ, ორ მსოფლიოს ჩემპიონს. თუ ვიფიქრებთ სტაგნაციის ნაცვლად პროგრესის გაგრძელებაზე, მომავალი აუცილებლად შეიცვლება.

ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. კვლავ ვერ მოვახერხეთ მერვედფინალური კედლის დანგრევა, მაგრამ ვფიქრობ, ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ ახალი ეპოქაა. თუ იაპონური ფეხბურთი გააგრძელებს ამ გზის გავლას, მჯერა, რომ ამ ბარიერის გადალახვას შევძლებთ“, - თქვა მორიასუმ.

შეგახსენებთ, იაპონიის ნაკრებმა ხორვატიის ნაკრებთან პენალტების სერიაში წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალურ სტადიაზე დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115776