ფეხბურთი

22:20 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას გაასწრო, ბაჯოს დაეწია: მბაპეს შთამბეჭდავი ციფრები მსოფლიოს ჩემპიონატზე

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდებულად თამაშობს და მიმდინარე მუნდიალზე 5 გოლი უკვე ხომ გაიტანა, მთლიანობაში კი მის აქტივში 9 გოლია.

23 წლის შემტევმა 4 ბურთი 2018 წელს შეაგდო, ხოლო 5, როგორც ვთქვით, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე. 9 გოლის გასატანად მბაპეს 11 თამაშის ჩატარება დასჭირდა და მაგალითად უკვე გაასწრო დიეგო მარადონას, რომელმაც მუნდიალზე 21 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. კილიანი საფრანგეთის ისტორიაში მეორე ადგილზეა ამ თვალსაზრისით, წინ მხოლოდ ჟუს ფონტენია 13 გოლით.

ზოგადად, მბაპე 9 გოლით ბევრ ფეხბურთელს გაუთანაბრდა - ადემირს (9 გოლი 6 მატჩში), ეუსებიოს (6 მატჩში), კრისტიან ვიერის (9), ვავას (10), დავიდ ვილას (12), პაოლო როსის (14), ჟაირზინიოს (16), რობერტო ბაჯოს (16), კარლ-ჰაინც რუმენიგეს (19), უვე ზეელერს (21) და ლიონელ მესის (23).

ფრანგ სუპერვარსკვლავს ერთადერთი გოლი აშორებს ჰელმუტ რანის, გარი ლინეკერის, გაბრიელ ბატისტუტას, ტეოფილო კუბილასის, ტომას მიულერისა და გჟეგოჟ ლიატოს დაწევამდე, რომლებმაც მუნდიალზე 10-10 გოლი მიითვალეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირობამდეც ბევრი არაფერი რჩება - მიროსლავ კლოზემ 24 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

1. მიროსლავ კლოზე - 16 გოლი (24 მატჩში)

2. რონალდო - 15 (19)

3. გერდ მიულერი - 14 (13)

4. ჟუს ფონტენი - 13 (6)

5. პელე - 12 (14)

6-7. შანდორ კოჩიში - 11 (5)

6-7. იურგენ კლინსმანი - 11 (17)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102496