ფეხბურთი

11:18 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: „მბაპეს შეჩერების გასაღები? თავად ვარ“

პოლონეთის ნაკრების მეკარე, ვოიცეხ შჩესნი, ჟურნალისტებს მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან შეხვედრის შესახებ ესაუბრა.

„ცხადია, ისინი ფავორიტები არიან. საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ შემდგომ ეტაპზე გასასვლელად.

მბაპეს შეჩერების გასაღები? თავად ვარ.“ - ციტირებს შჩესნის სიტყვებს RMC Sport.

ჯგუფურ ეტაპზე პოლონელებმა საუდის არაბეთს 2:0 მოუგეს, ასეთივე ანგარიშით წააგეს არგენტინასთან, მექსიკასთან კი ფრედ - 0:0 ითამაშეს.

საფრანგეთისა და პოლონეთის მერვედფინალურო მატჩი 4 დეკემბერს გაიმართება.

0.117488