ფეხბურთი

2:17 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო ნეიმარს: "შემიძლია კოჭი გათხოვო, მინდა შენი თამაში ვნახო"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ნეიმარს მიმართა და საკუთარი კოჭი შესთავაზა. რა თქმა უნდა, ეს დელ პიეროს მხრიდან ხუმრობა იყო.

„ადრე ხშირად ასე არ იყო, მაგრამ დღევანდელი თაობის გენეტიკა აჩვენებს, რომ ისინი უფრო ძლიერები, ღონიერები და სწრაფები არიან. ასე რომ, წელს უფრო მეტ კონტაქტურ თამაშს ვხედავთ. ნეიმარს ნამდვილად საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან ვწუხვარ, რომ მას ტრავმა აქვს. ჩემო მეგობარო, ჩემი კოჭი თუ გჭირდება, მოვალ და გათხოვებ, არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა კოჭების გაცვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ უბრალოდ მინდა, რომ შენი თამაში ვნახო“, - იხუმრა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს კოჭის ტრავმა აქვს და ჯერჯერობით უცნობია ბრაზილიის ნაკრებს ზუსტად როდის დაუბრუნდება.

0.112183