ფეხბურთი

0:26 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: "მბაპეს ეგო არ აქვს"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კილიან მბაპეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ეგო არ აქვს. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, კილიანი უკვე გამოცდილი მოთამაშეა.

„კილიანის ფიზიკური მდგომარეობა კარგია, ამიტომ, ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის. მბაპეს გაბერილი ეგო აქვს? რა იცით ამის შესახებ? მე ვიცი, თქვენ - არა. მას არ აქვს გაბერილი ეგო, ეგო საერთოდ არ აქვს. კილიანი საკვანძო მოთამაშეა, მაგრამ ასევე გუნდური ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, მბაპე ვარსკვლავია, მაგრამ აღარ არის 18 წლის, ახლა უფრო გამოცდილია“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს მიმდინარე მსოფლიოს 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო თუ 2018 წელსაც მივათვლით, მის ანგარიშზე მუნდიალებზე სულ 7 გოლია და ჯერ მხოლოდ 23 წლისაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121686