ფეხბურთი

12:45 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ეს დღე ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებული იყო"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გერმანიასთან მატჩის შემდგომ აღნიშნა, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგან ამ დღეს მისი გარდაცვლილი ქალიშვილის მე-13 დაბადების დღე იქნებოდა.



"ეს დღე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებული იყო. რა თქმა უნდა, ჩემი ქალიშვილი დღეს ჩემს გვერდით ფიზიკურად აღარ არის, თუმცა ჩვენ ის ყოველთვის გვახსოვს. მას ხშირად ვიხსენებთ, ვიცინით და ვფიქრობთ, თუ როგორ მოიქცეოდა თითოეულ იმ სიტუაციაში, რომელიც ჩვენ გვხდება თავს." - განაცხადა ლუის ენრიკემ

ლუის ენრიკეს შვილი, ქსანა, ოსტეოსარკომასთან (ძვლის კიბო) 5-თვიანი ბრძოლის შემდეგ, 2019 წლის 30 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა, რის გამოც ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დროებით დატოვა, ნოემბერში კი საქმიანობას კვლავ დაუბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1016