ფეხბურთი

21:05 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის და გიორგი ქვილითაიას გოლები კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში ნიქოზიის „აპოელმა“ „ომონია“ 4:0 გაანადგურა, ორი გოლი კი ქართველი ფეხბურთელების, ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა.

ორივე ძირითად შემადგენლობაში იყო და დვალმა ანგარიში 45-ე წუთზე გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა. მე-60 წუთზე ქვილითაიამაც გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და პრინციპული მეტოქე გაანადგურეს. დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაიამ 79-ე წუთამდე.

ქვილითაიამაც და დვალმაც კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანეს. დღევანდელ მატჩში არ უთამაშია მურთაზ დაუშვილს, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო.

„აპოელი“ 12 ტურში მოპოვებული 27 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „პაფოსს“ ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი 3 დეკემბერს, „ნეა სალამისს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112088