კალათბურთი

12:57 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 27 ქულა G ლიგაში

სანდრო მამუკელაშვილმა „ვისკონსინ ჰერდის“ რიგებში NBA-ს განვითარების ლიგაში ითამაშა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

„ვისკონსინმა“ „ფოლს საიქფორსი“ 133:126 დაამარცხა, ხოლო სანდრომ 27 ქულა მიითვალა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონის რეკორდია.

მამუკელაშვილმა 33 წუთში 27 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. მან თამაშიდან 19-დან 11 სროლა გამოიყენა, გარდა ამისა, 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ვისკონსინ ჰერდი“ 5 მოგებით და 5 წაგებით კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 30 ნოემბერს, „გრანდ რაპიდს გოლდთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111186