სარეკლამო ადგილი - 1
970 x 60
ფეხბურთი

10:48 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძემ პენალტი მოიგერია და ბოლო წუთზე საგოლე პასთანაც ახლოს იყო (+VIDEO)

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-17 ტურში გიორგი მაკარიძის „პონფერადინა“ სტუმრად „მალაგასთან“ 0:1 დამარცხდა, ქართველმა მეკარემ კი პენალტი მოიგერია.

მაკარიძემ 90 წუთი ითამაშა და 38-ე წუთზე პენალტი რუბენ კასტროს აუღო. ისიც სათქმელია, რომ თერთმეტმეტრიანი გიორგის მხრიდან თამაშის წესის დარღვევის შედეგად დაინიშნა.

გოლი ქართველმა კიპერმა 58-ე წუთზე გაუშვა, თუმცა მისი ბრალეულობა ამაში არ არის. მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე მაკარიძე სტანდარტისას შეტევაში ჩაერთო და საგოლე პასთან ძალიან ახლოს იყო, როცა თანაგუნდელს ბურთი თავით გადააწოდა, მაგრამ მისი გუნდელის დარტყმა „მალაგას“ მეკარემ ბრწყინვალე სეივით კუთხურზე მოიგერია.

„პონფერადინა“ 17 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-18 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 6 დეკემბერს, შინ „ბურგოსთან“ ჩაატარებს. მაკარიძეს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.108784