ფეხბურთი

11:54 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "პაუზა "ნაპოლისთვის" კარგია, მოვემზადებით, რომ უფრო ძლიერები ვიყოთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზა კარგია, რადგან უსასრულოდ დადებითი შედეგების სერია ვერ გაგრძელდებოდა. ახლა კი გუნდი შეკრებაზე კარგად მოემზადება და იმედოვნებს, რომ სეზონის განახლების შემდეგ კიდევ ერთი კარგი სერია ექნება.

„მსოფლიოს ჩემპიონატს არ ვუყურებ და არც სეზონის განახლებაზე ვფიქრობ, რადგან დროს ოჯახთან ერთად ვატარებ, რომელიც მენატრებოდა. ეს პერიოდი ყველასთვის სასარგებლოა იმისათვის, რომ ყველაფერი დალაგდეს და გუნდი უფრო ძლიერი გახდეს.

დარწმუნებული ვარ, ამ პაუზას კარგად გამოვიყენებთ, რადგან შეკრებაზე მივდივართ და სიღრმისეულად ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, სხვა კონცეფციებზე ვიმუშავებ, იმიტომ, რომ სხვა გუნდებსაც კარგი მწვრთნელები ჰყავს და ისინიც გამოიყენებენ ამ დროს, რათა უფრო გაძლიერდნენ. კარგი პერიოდი გვქონდა, მაგრამ უსასრულოდ ასე თამაში შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ ასეთ დროს პაუზა და გათიშვა, შეიძლება კარგი იყოს და კიდევ ერთი კარგი პერიოდი დაგვიდგეს“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს 15 ტურის შემდეგ 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, სეზონი კი 4 იანვარს განახლდება და ნეაპოლელები სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113538