ფეხბურთი

0:44 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ შესაძლოა გერმანელები დააჯარიმოს

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას შესაძლოა ფიფამ ჯარიმა დააკისროს. საქმე ისაა, რომ გერმანელებმა ფიფას რეგლამენტი დაარღვიეს.

ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მარტო, ფეხბურთელის გარეშე გამოცხადდა და ეს იმით ახსნა, რომ ფეხბურთელი მნიშვნელოვანი მატჩის წინ არ უნდოდა 2-საათიანი მგზავრობით დაეტვირთა. სწორედ ამ დროის მანძილია გერმანელთა სასტუმროდან სტადიონამდე, სადაც მატჩი უნდა გაიმართოს.

ფიფას რეგულაციებით ყველა გუნდი ვალდებულია მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მწვრთნელთან ერთად ფეხბურთელიც ჰყავდეს, რაც გერმანელებმა არ გაითვალისწინეს.

One Love სამკლაურების გამო ფიფასა და გერმანელებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა იყო, რასაც წესის დარღვევაც დაემატა და დიდი შანსია, რომ გერმანელები დაჯარიმდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116143